ყვარელში ყოფილი კინოთეატრის შენობა დაიწვა

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ყოფილი კინოთეატრის შენობა დაიწვა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე კახეთის რეგიონის შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ქალაქის ცენტრში მდებარე კინოთეატრის ყოფილი შენობა ამორტიზებული და წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები