ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, დაშავებულია ორი ადამიანი

ფოთში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები