ეგვიპტეში ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ეგვიპტეში რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 32-მდე კი დაშავდა, ინფორმაციას „abcnews“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კაიროსა და მინიას დამაკავშირებელ გზატკეცილზე მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ავტომაგისტრალზე 2 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, პირველი ინციდენტის დროს, 3 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, მეორე ავარიის დროს კი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის” განცხადებით, ეგვიპტეში ავტოავარიის შედეგად, ყოველწლიურად 12 000 ადამიანი იღუპება.
ეგვიპტის სტატისტიკური სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს 14 700 ადამიანი დაიღუპა.