კაიროს პოლიციამ „ორგანოების ფაბრიკის“ წევრები დააკავა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ექიმების და შუამავლების დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს, რომელიც დონორების თირკმელებს ყიდდა. დამნაშავეები, შუამავლების მეშვეობით, ფულის მიღების მსურველ „დონორებს“ პოულობდნენ, რომლებსაც არწმუნებდნენ, თირკმელი 1,4 ათას დოლარად გაეყიდათ, შემდეგ „დონორები“ კაიროში ჩადიოდნენ, სადაც რამდენიმე დღე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და ანალიზებს აბარებდნენ. ასეთი პაციენტების მიღებას კერძო კაბინეტში ერთ-ერთი დაკავებული ექიმი აწარმოებდა. შემდეგ „დონორი“ კერძო კლინიკაში გადაჰყავდათ, სადაც ბანდის მიერ დაქირავებული ექიმი ოპერაციას აკეთებდა.
როგორც დამნაშავეების მსხვერპლებმა სამართალდამცველებს უამბეს, ოპერაციამდე მას 300 დოლარამდე უხდიდნენ, დანარჩენ თანხას კი მას მერე აძლევდნენ, როცა შემდეგი „დონორი“ იქნებოდა ნაპოვნი, ამიტომ ყოფილ პაციენტებს აიძულებდნენ, „ორგანოების ფაბრიკის“ შემდეგი პაციენტები ეძებნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გაყიდული თირკმლის საფასურს ვერ იღებდნენ.
კაიროს პოლიციამ ბანდის ყველა წევრი დააკავა, დაზარალებულებმა კი, მათ წინააღმდეგ ჩვენებები მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები