დირექტორი: მოზარდები საბურთალოზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე დაჭრეს

დაჭრილი მოზარდები 35-ე სკოლის მოსწავლეები არიან,-ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორი, მიხეილ ჩიკვილაძე ადასტურებს.
მისი თქმით, მოზარდები საბურთალოზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე დაჭრეს.
„ორივე მოზარდი ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ისინი გამოირჩევიან კარგი დისციპლინით, აქამდე არანაირი უთანხმოება არ ჰქონიათ. პედაგოგები დადებითად ახასიათებენ. შემთხვევა სკოლის ტერიტორიზე არ მომხდარა, რადგან შვიდ საათზე სკოლაში არავინ არის. მშობლებისგან გავიგე, რომ დაჭრის ფაქტი მოხდა ყაზბეგის ქუჩაზე, წითელი ბაღის ტერიტორიაზე“,- განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ.
შემთხვევა დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ორივე მოზარდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები