მოზარდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სკოლასთან დაიწყო

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 მოზარდი ქავთარაძის ქუჩიდან შეიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნება. ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი.
ქრონიკის ინფორმაციით, მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სკოლასთან დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები