რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი დაჭრილი მოზარდი შეიყვანეს.
დაჭრილი მოზარდები თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვის არეში შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული.
ადგილზე იმყოფება პოლიცია. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მოზარდების დაჭრის მიზეზი.
„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები