ჩრდილოეთ სირიაში საავადმყოფო დაბომბეს
ჩრდილოეთ სირიაში მდებარე იდილბის პროვინციაში საავადმყოფო დაბობმეს, შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას რუსული სააგენტო „Vesti.ru” ავრცელებს.
დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის ერთი მცირეწლოვანია. გავრცელებული ინფორმაციით, 3 ექიმი მძიმედ დაშავდა.
საჰაერო თავდასხმის შედეგად, საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა.
როგორც რუსული მედია იუწყება, საავადმყოფოს შენობას 2 ჭურვი დაეცა.