პაატა ბურჭულაძეს, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ

საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძეს ფონდ “იავნანას” საქმეზე, სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაკითხავენ.
როგორც „კვირას“ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, მან პროკურატურას რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი საქართველოში ჩამოსვლას 8-9 თებერვალს გეგმავს ის მზად არის გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს.
„რამდენიმე დღის წინ პროკურატურას წერილობით მივმართე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი საქართველოში ჩამოსვლას 8-9 თებერვალს გეგმავს და მზად არის გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს. ამ მიმართვის შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი და მითხრა, რომ ბატონი პაატას დაკითხვა, სავარაუდოდ, 9 თებერვალს მოხდება. შესაბამისად, 9 თებერვალს პაატა ბურჭულაძე, მოსამართლის წინაშე დაიკითხება”, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები