აშშ-ში ბალტიმორის პოლიციამ 33 წლის მამაკაცი მოკლა

ბალტიმორის პოლიციის თანამშრომლები საგზაო წესების დარღვევისთვისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, მამაკაცს მანქანით მისდევდნენ, რამდენიმე ხანში კი მამაკაცმა მანქანა გააჩერა და ფეხით გაიქცა, პოლიცია მას უკან მიჰყვებოდა, როდესაც 33 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ოფიცერს დაუმიზნა, თუმცა ოფიცერმა სროლა დაასწრო და დამნაშავეს რამდენჯერმე ესროლა. 33 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას „baltimoresun.com“ ავრცელებს.
„მან იარაღი ამოიღო და ოფიცერს დაუმიზნა“-განაცხადა ბალტიმორის პოლიციის წარმომადგენელმა თ.ჯ სმიტმა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 8:15 წუთზე მოხდა, სამართალდამცველების განცხადებით, დამნაშავე მამაკაცი, ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა და პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ქალბატონი პოლიციამ დააკავა, მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები