მდინარე ფიჩორას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე ფიჩორას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ზედმეტი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან მდინარის კალაპოტისა და ფერდების წმენდას ითვალისწინებს. ჭარბი წყლის მოცილების მიზნით ჩატარებული სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. ფიჩორაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჭარბი წყალი 2 900 ჰა მიწის ფართობს მოსცილდა. აღნიშნულ ტერიტორიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებს.

სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი  გაეცნო. არჩილ ბუკიასთან ერთად ადგილზე მისი მოადგილე, თენგიზ ლაკირბაია და მელიორაციის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ბოლო 6 წლის მანძილზე გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 9 პროექტი განხორციელდა. სამუშაოების შედეგად დამშრალი მიწის ფართობმა 1 695 ჰექტარი შეადგინა, ჭარბი წყლის მოცილება კი 3 520 ჰექტარზე განხორციელდა. ამჟამად რეგიონში 4 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რაც რეგიონისთვის დამატებით კიდევ 1400 ჰექტარ დრენირებულ მიწის ფართობს უზრუნველყოფს.

მდინარე ფიჩორას კალაპოტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანადან იწყება და ჩაედინება პალიასტომის ტბაში. მისი სიგრძე 46 კმ-ა. დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირება დიდწილად მდინარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ფიჩორა ზედაპირული წყლების ძირითად წყალმიმღებს წარმოადგენს. მდინარე ასევე მის მარჯვენა მხარეს განლაგებული დამშრობი სიტემის 6 სატუმბი სადგურის წყალმიმღებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები