ნინო წილოსანი: ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული ფორმა

“ბიუროკრატები, პოლიტიკური ჯგუფები და პოლიტიკოსები როდესაც „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, პირდაპირ დიაგნოზია, რომ მათთვის დიქტატურა არის მიღებული და ნორმალური ფორმა”,- ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიქტატორული მეთოდებით ცდილობენ გარედან დააზიანონ საქართველოს შიდა პროცესები.

„ბრიტანეთის ბიუროკრატების მხრიდან უდიდეს უსამართლობას ჰქონდა ადგილი ქართული მედია საშუალებების დასანქცირებისთვის. იმიტომ, რომ ეს პირდაპირ ცენზურაში და სიტყვის თავისუფლების ჩარევაში არ გავიდეს, ყველაზე კომფორტული გზა არის, რომ ეს მედია, ადამიანი თუ პოლიტიკოსი მიაწერონ პრო-რუსულ პროპაგანდას, ამიტომ რუსულით დაბრენდვა ვიცით, რომ წითელი ხაზია, მათ შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება და ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რაც მედია საშუალებების დასანქცირებასთან დაკავშირებით არის, ამ რეზოლუციაშიც თავისთავად არის ეს ხაზი გავრცელებული, რადგან თუ არ ჩაახშეს აქ თავისუფალი სიტყვა, შეუძლებელია, რომ ჩვენ ალტერნატიული მოცემულობა დავანახოთ საზოგადოებას და მათი ინტერესი არის, რომ მხოლოდ დარჩეს მათი პარტიული და მათი ინტერესების მღაღადებელი რუპორი, როგორიც არის „ფორმულა“, „ტვ პირველი“ და სხვა, რომელიც სამწუხროდ პოლონეთში გაიხსნა და ეს იყოს ერთადერთი საინფორმაციო წყარო და სხვა ალტერნატიული არაფერი არსებობდეს.

როდესაც ერთის მხრივ არსებობს „იმედი“, „პოს ტივი“, „რუსთავი 2“ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ა.შ. და არსებობს პირდაპირ პარტიული ტელევიზიები „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი“ და ამ ქვეყანაში მაყურებელს შეუძლია ყველა ამ ტელევიზიას თავისუფლად უყუროს. მაყურებელს შეუძლია, რომ გადაწყვიტოს რომელია სწორი და საკუთარი დასკვნა გამოიტანოს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები