დონალდ ტრამპი 2 მილიონამდე უსაბუთო მიგრანტისთვის მოქალაქეობის შეთავაზებას გეგმავს

„BBC“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, რომ 1 800 000 უსაბუთო მიგრანტს, აშშ-ის მოქალაქეობა შესთავაზოს.
თეთრი სახლის წარმომადგენლებმა საიმიგრაციო გეგმა გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვით, ამერიკა-მექსიკის სასაზღვრო კედლის დაფინანსების სანაცვლოდ, ორ მილიონამდე მიგრანტი აშშ-ის მოქალაქეობას მიიღებს.
საიმიგრაციო გეგმა ტრამპის თანაშემწემ, დემოკრატებთან საკანონმდებლო მოლაპარაკებების წინ წარადგინა.
შეგახსენებთ, რომ დემოკრატები სასაზღვრო კედლის დაფინანსებისგან თავს იკავებდნენ, რომელიც დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი ჯდებოდა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით,საიმიგრაციო დეტალები, ხუთშაბათს გამართულ კონფერენციაზე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სტეფან მილერმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა განიხილეს.
მილერის განცხადებით, თეთრი სახლის გეგმა „დრამატული დათმობაა“.
ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი ტომ კოტონი, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ „პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გულუხვი და ჰუმანურია, რომელიც პასუხისმგებლობას მოითხოვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები