„საქართველოში ტურისტული მიზნით ჩავედი“ – გროზნოს მერი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

„2018 წლის 9 იანვრიდან მე ოფიციალურ შვებულებაში ვიმყოფები, საქართველოში კი ტურისტული მიზნით ჩავედი – ამის შესახებ გროზნოს მერმა მუსლიმ ხუჩიევმა განაცხადა.
შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„2018 წლის 9 იანვრიდან მე ოფიციალურ შვებულებაში ვიმყოფები, საქართველოში კი ტურისტული მიზნით ჩავედი. ლეგენდების მძებნელებს მოვუწოდებ ჩააცხრონ ბობოქარი ფანტაზია და რეალური პრობლემების გაშუქებით დაკავდნენ“, – განაცხადა ხუჩიევმა.
ცნობისთვის, Kommersant.ru –მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გროზნოს მერი მუსლიმ ხაჩიევი თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ქართველ მაღალჩინოსნებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები