ნატალია საბანაძე: საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი საკმაოდ გაზრდილია

ევროპულ საბჭოში გამართულ შეხვედრაზე ექსპერტებმა, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლასა და მისი შეჩერების მექანიზმზე, ანგარიში წარადგინეს. როგორც საგანგებო და სრულუფლებიანიმა ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ განაცხადა, საქართველოდან საკმაოდ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი.

„ნახსენები იყო, რომ საქართველოდან საკმაოდ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი რამდენიმე ქვეყანაში. კონკრეტულად, ორმა ქვეყანამ გამოთქვა წუხილი ამის შესახებ და მოუწოდა კომისიას, რომ თვალყური ადევნოს იმას, თუ რა ხდება ამ მიმართულებით. კომისიას არ გამოუთქვამს არანაირი წუხილი ან პრეტენზია, ისინი არიან ახლა დაკვირვების პროცესში. შედარებით ცოტა დროა გასული. საუბარია ტრენდებზე, საუბარია იმაზე, როგორ გაიზრდება თუ შემცირდება სხვადასხვა მონაცემი,“ – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ჩვენთან მიმართებაში განსაკუთრებით რამდენიმე საკითხია გამოყოფილი.

„უვიზო მიმოსვლას დღესდღეობით არაფერი ემუქრება. რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მან აიღო, სანამ მიიღებდა უვიზოს. რამდენიმე თემაა განსაკუთრებით გამოყოფილი ჩვენს მიმართებაში, ეს არის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა უნდა იკლოს და რაც თქმა უნდა, ის სამთვიანი ვადა არ უნდა დაირღვეს,“ – განაცხადა ნატალია საბანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები