აშშ-ში 15 წლის მოზარდმა, ცეცხლსასროლი იარაღით, 2 მოსწავლე მოკლა

აშშ-ში, კენტუკის შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, 15 წლის მოსწავლემ, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა სკოლის მოსწავლეებზე განახორციელა, შედეგად 2 მოსწავლე დაიღუპა, 12-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას „thenews.com.pk“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლის დროს ერთი მოსწავლე ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან 5 მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ინციდენტი 7:57 სთ-ზე მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 15 წლის ბიჭი სკოლაში შევიდა და სროლა დაიწყო“, _ განაცხადა კენტუკის პოლიციის უფროსმა რიკ სანდერსმა.
სამართალდამცველების ინფორმაციით, 15 წლის დამნაშავე დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები