NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი: ტრამპი საქართველოს რუკაზეც ვერ მიაგნებს

NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორტონი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში კვლევებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას კიდევ ერთხელ პასუხობს და შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში დებს:
„წუხელ, „იმედის“ ჟურნალისტმა პირდაპირი ტექსტით მკითხა, შეიტანა თუ არა განზრახ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კითხვარში შეკითხვები ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ რუსეთთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ლობირების მიზნით. გამეცინა. დიდი ალბათობით, ტრამპი საქართველოს რუკაზეც ვერ მიაგნებს, თავი რომ დავანებოთ იქიდან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თვალ–ყურის დევნებას. მეორე მხრივ, მესიამოვნა, რომ ჩვენ ამხელა გავლენას მოგვაწერენ“,- აღნიშნავს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები