ქსენია სობჩაკი აშშ-ში მლოცველების საუზმეზე მიიწვიეს
რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ განცხადება გააკეთა, აშშ-ში „მლოცველების საუზმეზეა“ მიწვეული. ამ ღონისძიებაში, რომელიც ვაშინგტონში ყოველწლიურად იმართება, ტრადიციულად აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობს ხოლმე. ამის შესახებ ინფორმაციას სობჩაკის პრეს-მდივანი ქსენია ჩუდინოვი ავრცელებს. „შესაძლოა, ქსენია დაესწროს ამ ღონისძიებას. ჩვენ დაგვპატიჟეს, მაგრამ მას ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. თუ გამოვა, ის დაესწრება ღონისძიებას“.
მისივე თქმით, სობჩაკი ამერიკაში, თებერვლის დასაწყისში, ლექციების ციკლს წაიკითხავს. პირველი ღონისძიება 6 თებერვალს ჩატარდება. როგორც ცნობილია, ქსენია სობჩაკმა უკვე შეაგროვა 100 ათასი ხელმოწერა, რომლებიც არჩევნებში მისი რეგისტრაციისთვის არის საჭირო.