ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე: „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი უსაფუძვლოა

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ალხანიშვილი აცხადებს, რომ ავტოიმპორტიორი კომპანიები არანაირ კარტერულ გარიგებებში არ არიან ერთმანეთთან და „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი უსაფუძვლოა.
„მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ძალიან ძლიერი კონკურენციაა და კომპანიები არანაირ კარტერულ გარიგებებში არ არიან ერთმანეთთან . ისინი მძაფრ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს ხშირად უჩივიან სასამართლოშიც და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კონკურენციის შეზღუდვა არ ხდება, აქედან გამომდინარე კარგი იქნებოდა ამ საქმის შესწავლა და ვფიქრობ ეს ნათელს მოჰფენს იმას, რომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი უსაფუძვლოა“, – განაცხადა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ალხანიშვილმა.
კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები