ნოდარ მელაძე: თუ მიდიხარ, უნდა წახვიდე ღირსეულად

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, აკაკი გოგიჩაიშვილის წასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, “რუსთავი2” ქვეყანას სჭირდება. მისივე თქმით, თუ მიდიხარ, ღირსეულად უნდა წახვიდე.
“კი, რუსთავი 2 ჩემია… ჩემია იმიტომ, რომ ჩემი აზრით ასეთი მედია ძალიან სჭირდება ქვეყანას… თუ რამე არ მომწონს, აქ ვამბობ, აქ ვარჩევ, აქ ვმსჯელობ… თუ მიდიხარ, უნდა წახვიდე ღირსეულად!!!”,- წერს ნოდარ მელაძე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის უკვე ყოფილი სახე აკაკი გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ის პროცესები, რაც ტელეკომპანიაში ხდება, მისთვის მიუღებელია და 20-წლის მერე, ტოვებს არხს.
გოგიჩაიშვილის თქმით, ის არ არის უკანასკნელი, ვინც “რუსთავი 2”-დან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები