ეროვნული ბიბლიოთეკა მამა შოთა ორველაშვილის ნახატების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

სოფელ კაჭრეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შოთა ორველაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში  მიმდინარეობს. გამოფენზე წარმოდგენილია მამა შოთას 50-ზე მეტ ფერწერული და გრაფიკული  ნამუშევარი.
შოთა ორველაშვილი, დაიბადა 1960 წლის 11 ოქტომბერს, დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი, შემდეგ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.
მუშაობს ფერწერასა და გრაფიკაში.
პერსონალური გამოფენები –
2013 წ – საქართველო, თბილისი, “ქარვასლა”;
1999წ – საქართველო, თბილისი, თბილისის ეროვნული გალერეა;
1983წ – საქართველო, თბილისი, თბილისის ხელოვნების მუშაკთა სახლი.
ჯგუფური გამოფენები:
1997წ – საქართველო, თბილისი, თბილისის ეროვნული გალერეა – “საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში”;
1984წ – საქართველო, თბილისი, “ქართული გრაფიკის რესპუბლიკური გამოფენა;
1983 წლიდან – მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში მხატვრის სახლსა და თბილისის საფრანგეთის იტალიის, პოლონეთის, საბერძნეთის კერძო კოლექციებში.
გამოფენის სტუმრები აღტაცებას ვერ მალავდნენ ხელოვანი მოძღვრის შემოქმედების ხილვისას. გამოფენა 26 იანვრამდე გაგრძელდება და მსურველებს შეუძლიათ ეწვიონ ეროვნულ ბიბლიოთეკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები