გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებული “უცნობი მზე”
„საუნჯემ“ გივი ალხაზიშვილის ახალი პოეტური კრებული “უცნობი მზე” გამოსცა. კრებულის პრეზენტაცია 5 მაისს, 19 მწერალთა სახლში გაიმართება. წიგნი სამი თავისაგან შედგება. პირველ ნაწილს ჰქვია “უცნობი მზე”, მეორეს -“ვრცელი წუთი”, ხოლო მესამე ქვეთავს “ჭაშნიკი”. პირველში გამოქვეყნებულია ახალი ლექსები, ხოლო მეორეში დაიბეჭდა კრებულში გამორჩენილი ლექსები. რაც შეეხება “ჭაშნიკს,” ეს ციკლი გამთლიანდა ერთი ნიშნით და ეს ნიშანი გახლავთ ქართული კლასიკოსი პოეტების სტილისტიკის ავტორისეული გათავისება, რომელთა სტილისტური გარჩევა ორიგინალისგან თითქმის შეუძლებელია. წიგნის სათაური “უცნობი მზე” სახარებაში მოხსენიებულ “უცნობ ღმერთს” უკავშირდება, გერმანელმა პოეტმა ანგელოზ სილეზიუსმა რომ აღბეჭდა თავის ლექსებში. საღამოზე რამდენიმე სიმღერას ნინო ბაშარული შეასრულებს.