შს მინისტრის მოადგილე: ქუთათელაძის მკვლელობის მოტივზე საუბარი ნაადრევია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქუთათელაძის მკვლელობის მოტივზე საუბარი, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ნაადრევია. მეზვრიშვილის განმარტებით, ქუთათელაძის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. “გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. საგამოძიებო მოქმედებებს ვახორციელებთ. იმისთვის, რომ ჭეშმარიტების დადგენას ხელი არ შეეშალოს და საბოლო შედეგებამდე მივიდეთ, დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, დანაშაულის ჩამდენის იდენთიფიცირებისთანავე მოტივიც დადგინდება.”- განაცხადა “იბერიას” პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა. გენერალი, პარლამენტის მე-7 მოწვევის წევრი და რუსთავის ბაზრის მეწილე სამსონ ქუთათელაძე კაბინეტში 15 იანვარს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც გენერალი კაბინეტში მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები