შეხვედრა კვიპროსის მთავარეპისკოპოსთან და ვიზიტი ბიზანტიის მუზეუმში

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე და საქართველოს პატრიარქის წარგზავნილი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი მეუფე საბა კვიპროსის მთავარეპისკოპოსს ხრიზოსტომოსს II-ს შეხვდნენ. ამ შეხვედრის დროს ქართველმა მინისტრმა განსაკუთრებით გამოჰყო კვიპროსის ეკლესიის როლი ღალიის ქართული მონასტრის აღდგენის საქმეში და მთავარეპისკოპოსს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში, ქართული მონასტრის ასაშენებლად ეკლესიის საკუთრებიდან საქართველოს საპატრიარქოსთვის მიწის გამოსაყოფად. იმავე დღეს ნიქოზიაში ქართული დელეგაცია ბიზანტიის მუზეუმს ეწვია. ამ მუზეუმში თავმოყრილია კვიპროსის ოკუპაციის შემდეგ დაკარგული და უკან დაბრუნებული საგანძური. ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საქმეში დიდი როლი შეასრულეს კვიპროსის სახელმწიფომ, ეკლესიამ და მეცენატებმა. ათწლიანი ერთობლივი ძალისხმევით, სხვადასხვა ქვეყანაში მოიძიეს და სამშობლოში დააბრუნეს კულტურული მემკვიდრეობა. ბიზანტიის მუზეუმის დირექტორმა ქართველებთან ერთობლივი კონგრესის ჩატარების იდეაზეც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები