ქართული ცეკვის ერთადერთი ანსამბლი „იმედი“ კვიპროსზე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ძველ ნიქოზიაში სკოლა „ფანერომენს“ ეწვია. ნიქოზიის მერიამ სკოლის დარბაზი ქართული ცეკვის ანსამბლ „იმედს“ გამოუყო და, მისივე მხარდაჭერით, „იმედი“ კულტურის პოპულარიზაციის ყველა ფოლკლორულ ღონისძიებაში მონაწილეობს. მერიასთან ერთად, ქართული ცეკვის ანსამბლის აქტიური მხარდამჭერია კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროც. მინისტრი გურამ ოდიშარია კვიპროსის რესპუბლიკაში ქართულ სათვისტომოსთან არსებული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელს, სათვისტომოს თავმჯდომარეს მევლუდ ყაფლანიშვილს შეხვდა და საქართველოს მხრიდან დახმარებას დაჰპირდა. გასულ წლებში, კულტურის სამინისტრო არაერთხელ დაეხმარა მათ. ანსამბლი „იმედი“ ერთადერთი ქართული ანსამბლია კვიპროსზე, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები