”სტამბოლის ბაზრის” მეწილეს შვილი: ქუთათელაძემ მითხრა, რომ ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა

”სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მეწილეს შვილის, დავით ბლუაშვილის განცხადებით, სოსო ქუთათელაძემ მორიგ შეხვედრაზე უთხრა, რომ გიორგი ჭანტურიასთან კონფლიქტი ჰქონდა.
როგორც ჟურნალისტებს ბლუაშვილმა განუცხადა, გიორგი ჭანტურიასა და ქუთათელაძეს შორის კონფლიქტი ბაზრის ფართის თაობაზე იყო, თუმცა ითხოვდა თუ არა ჭანტურია რაიმე დამატებით ფართს ბაზარში, ბლუაშვილის თქმით, ქუთათელაძეს არ უხსენებია.
ბლუაშვილის თქმით, ქუთათელაძემ მას უთხრა, რომ გიორგი ჭანტურია საკუთარი კაბინეტიდან ”გააგდო”.
“მე მქონდა მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა ქუთათელაძესთან. თვეში დაახლოებით ერთხელ-ორჯერ ვხვდებოდი, ძირითადად, ბაზრის საქმეზე. იქ ჩემი ოჯახის ერთ-ერთი წევრი ფლობს ფართს და ამ ფართთან დაკავშირებით თუ დამჭირდებოდა, მეხმარებოდა. ბოლოს როდესაც შევხვდი, რაც მისგან მოვისმინე, კონფლიქტი ჰქონდა ჭანტურიასთან. ეს ეხებოდა რაღაც ადგილებზე დავას. ვიცი, რომ სოსო შეწუხებული იყო ამ კონფლიქტით”, – განაცხადა ბლუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ის გამოძიებამ დაკითხა.
”გამოძიებას აინტერესებდა თუ სად ვიმყოფებოდი მკვლელობის დღეს, სად გადავადგილდებოდი, ვისთან მქონდა კონტაქტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოძიებას დავუსაბუთე, ტელეფონიც მივეცით, რომ გადაემოწმებინათ. დადასტურდა, რომ რეალურად არ ვიმყოფებოდი ქალაქში”, – განაცხადა ბლუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები