ხვალ, კომპანია QNET საქართველოში პრესკონფერენციას გამართავს

კომპანია QNET პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც საქართველოში და საერთაშორისო ბაზარზე QNET- ის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს მიეძღვნება. პრესკონფერენცია ხვალ, 24 იანვარს, სასტუმრო „რედისონში“, 11:00 საათზე გაიმართება.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ QNET- ის გენერალური დირექტორი ტრევორ კუნა და თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებში რეგიონალური წარმომადგენლობის გენერალური მენეჯერი ჯემ გეიკი.

პრესკონფერენციის დროს, ჟურნალისტებს შეეძლებათ დასვან შეკითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

QNET არის მსხვილი საერთაშორისო კომპანია, რომელიც მომხარებელს სთავაზობს ფართო ასორტიმენტის პროდუქციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად და ასევე პრემიუმ კლასის სამომხმარებლო საქონელს. QNET-ის ბრენდი დაარსდა ჰონგკონგში 1998 წელს. დისტრიბუცია ხორციელდება 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია არის პირდაპირი გაყიდვების ასოციაციის წევრი მალაიზიაში, სინგაპურში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში. კომპანია ლიდერია პირდაპირი გაყიდვების ბიზნესში აღმოსავლეთ ქვეყნების ბაზარზე, QNET აქტიურად და რეგულარულად მონაწილეობს საქველმოქმედო პროგრამებში. კომპანია გახლავთ საფეხბურთო კლუბი „ მანჩესტერ სიტის“ სპონსორი.

ცნობისთვის, პრესკონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე სინქრონული თარგმანით. კომპანიის საიტია: www.qnet.net

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები