ქართულმა დელეგაციამ ნიქოზიაში არქეოლოგიის მუზეუმი მოინახულა
საქართველოს დელეგაცია კვიპროსში მდებარე არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვია. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას ექსკურსიამძღოლობა უშუალოდ მისმა კოლეგამ, კვიპროსის ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დესპო პილიდომ გაუწია. საქართველოს მსგავსად, კვიპროსშიც არის ძველ ყაიდაზეა აშენებული მუზეუმები. დღეს კი, უკვე აუცილებელია თანამედროვე ტენდენციების დანერგვა და მუზეუმებისთვის ახალი ტიპის შენობების აშენება. კვიპროსზე უკვე დაიწყეს ეს პრაქტიკა. მინისტრი გურამ ოდიშარია დაჰპირდა კოლეგას, რომ ამ საკითხს შესაბამის უწყებებთან ერთად აუცილებლად განიხილავს.