ქუთაისობა – „გვირილობა 2014“
2 მაისს ქუთაისში „გვირილობის“ ტრადიციული სახალხო ზეიმი გაიმართა. საქველმოქმედო დღესასწაულს „გვირილობას“, იგივე „ორმაისობას“ ქუთაისში XX საუკუნის დასაწყისიდან სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით აღნიშნავენ. ზეიმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ეწვია. ღონისძისძიებას: მინისტრთა კაბინეტის წევრები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ. ღონისძიებაზე საკუთარი ხელოვნებით გამოვიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სამხატვრო მუსიკალური კოლექტივები.
„გვირილობა 2014“ ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთასის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საზეიმო გალაკონცერტით დასრულდა.