შვეიცარიაში 8 ადამიანი გამოქვაბულში ბლოკირებული აღმოჩნდა
შვეიცარიაში, გამოქვაბულ ჰოლოხში რვა ადამიანი, წყლის დონის აწევის გამო, ბლოკირებული აღმოჩნდა. კანტონ შვიცის პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი დაშავებულები არ არიან და მაშველები ცდილობენ, უვნებლად გამოიყვანონ.
შაბათს დილით, 25-დან 55-წლამდე მამაკაცები, ორი დღით, ჰოლოხის გამოქვებულში ექსპედიციაში წავიდნენ. მათ პროფესიონალი გამყოლი ახლდათ თან, თუმცა წყლის დონის მომატების გამო, ვერ შეძლეს გამოქვაბულიდან გამოსვლა. მათ დასახმარებლად სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გაემგზავრნენ, რომლებსაც ბლოკირებულ ტურისტებთან მუდმივი კავშირი აქვთ. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის მოხერხდება ტურისტების სამშვიდობოზე გამოყვანა.
აღნიშნული გამოქვაბული მდინარე მუოტას ხეობაშია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ გამოქვაბულად მიიჩნევა.