ავსტრალიაში სამგზავრო მატარებლი ჯებირს შეეჯახა, არიან დაშავებულები

სიდნეიში სამგზავრო მატარებლის მძღოლმა დამუხრუჭება ვერ შეძლო და ჯებირს შეეჯახა, შედეგად, 16 ადამიანი დაშავდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სამართალდამცველები ავრცელებენ.
პოლიცის განცხადებით, 16 დაშავებული ადამიანი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 21 წლის ახალგაზრდას ფეხი აქვს მოტეხილი, 15 ადამიანი კი, მცირედ დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ადგილზე მისულმა ექიმმა განაცხადა, რომ „ ეს ხალხი ძალიან იღბლიანები არიან, შესაძლოა ყველაფერი ძალიან ცუდად დამთვრებულიყო“.
სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს და პოლიციელები ცდილობენ დაადგინონ, მატარებელი რატომ არ გაჩერდა. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები