ფოლკლორის ცენტრი მიმო მონდალის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

24 იანვარს, 19:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსენება მიმო მონდალის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. როგორც „კვირას“ ფოკლორის ცენტრში განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება აკვარელში შესრულებული 60-მდე  ნამუშევარი და ფერწერა.
მიმო მონდალი არის ბანგლადეშიდან, სამხატვრო აკადემიის ბაკალავრი (კულნა, ბანგლადეში). ასევე მიღებული აქვს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომი.
ის არის საქართველოს საერთაშორისო მხატვართა კავშირის წევრი. მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში.
გამოფენა  26 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები