საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ერთმანეთს შეხვდნენ, მათ შორის მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიმდინარეობდა. ინფორმაციას „Abcnews” ავრცელებს.
შეხვედრაზე, როგორც ლიდერებმა განაცხადეს, ისინი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების ძიებას შეეცდებიან, ასევე საგადასახადო საკითხებს დაარეგულირებენ.
შეხვედრისას, ორი ქვეყნის ლიდერებმა დიპლომატიური ურთიერთობის განვითარებაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საგარეო ურთიერთობებს გააძლიერებენ, რომელიც „უფრო ეფექტურად დაიცავს ფრანგულ-გერმანულ ინტერესსა და ღირებულებებს“.
ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, განათლებისა და კვლევის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესება და კლიმატის დაცვის ერთობლივი წინადადებების შემუშავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები