მეტრო „ნაძალადევთან“ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მამაკაცს ავტომობილი მეტრო „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეეჯახა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
შემთხვევა წუხელ მოხდა.