სასამართლომ 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ მომღერალს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო გმირთა მოედნის ტერიტორიაზე რესტორან „აღაში“ სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ მომღერალს, საბა სამუშიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
საბა სამუშიას ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ხულიგნობა.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი დაპირისპირება რესტორან „აღაში“ რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა. დაკავებული საბა სამუშია დათო კენჭიაშვილის ჯგუფის მუსიკოსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები