ზაირა ნადირაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2018 წლის 20 იანვრიდან 30 იანვრამდე, წარმოგიდგენთ ბათუმელი მხატვრის, ზაირა ნადირაშვილის ნამუშევრების გამოფენას, სახელწოდებით ,,ახალი მე“.

ზაირა ნადირაშვილი მუშაობდა ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ფოტოგრაფია, ფერწერა, პერფომანსი, ინსტალაცია და სხვა. ბოლო წლების მანძილზე, ავტორმა შეისწავლა გეშტალტ ფსიქოლოგია, რაც მისი ხელოვნებასთან დამოკიდებულების ახალ ინსპირაციად იქცა. ამ გამოცდილების ნიადაგზე, შეიქმნა ნამუშევრების სერია „ახალი მე“, რომელიც მოიცავს როგორც ფერწერულ ტილოებს, ასევე ინსტალაციებსა და ვიდეო-არტს. პროექტი გამოხატავს გამთლიანებული პიროვნების შემოქმედებით პროცესებს. ავტორი ცდილობს ადამიანებამდე მიიტანოს სრულიად ახალი ხედვები ხელოვნების სფეროში, სადაც ფილოსოფია, მხატვრობა და ფსიქოლოგია ერთ მთლიანობად გარდაიქმნება. ამგვარი პოზიცია, საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს ერთი ესთეტიკური ღერძი, ნამუშევართა სერიაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ნამუშევერებში იკითხება ზაირა ნადირაშვილის, როგორც მაძიებელი ხელოვანის გამოცდილება. ავტორი მუშაობდა ფოტოგრაფიაში, ფერწერაში, გრაფიკაში, ამიტომ ბუნებრივია, მისი ხედვა იტევს ყველა ამ დარგის სპეციფიურ ნიშნებსაც.
2001 წლიდან დღემდე, ზაირა ნადირაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. ასევე ჰქონდა პერსონალური გამოფენები თბილისსა და ბათუმში.
პროექტით ,,ახალი მე”, ზაირა ნადირაშვილი გვთავაზობს ახალ კომპლექსურ ხედვას, შემოქმედების რთული პროცესის ერთ ჭრილში აღსაქმელად და წარუდგენს დამთვალიერებელს, სამყაროს შემოქმედებით ფასეულობათა დიდ სივრცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები