მლეთასთან ჩამოწოლილი ზვავის გამო, მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებენ
მლეთასთან ჩამოწოლილი ზვავის გამო, მგზავრები და ათობით მანქანა გადაადგილებას ვერ ახერხებს. მგზავრების ინფორმაციით, მათ საწვავი და საკვები უთავდებათ. მათივე თქმით, მთელი ღამე იქ იმყოფებოდნენ და დანიშნულების ადგილამდე ვერ მიდიან.
როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნუგზარ გასვიანმა განაცხადა, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება მლეთა-გუდაურის მიმართულებით შეზღუდულია. შეზღუდვებია კახეთის, გომბორის უღელტეხილის მიმართულებითაც.
აღსანიშნავია, რომ ინტენსიური თოვის გამო, ჯერ-ჯერობით გაწმენდითი სამუშაოები ვერ მიმდინარეობს. უცნობია როდის მოიხსნება დაწესებული შეზღუდვებიც.