იუნესკოს ბროშურაში ქართული ანბანი დამწერლობის 22 სისტემას შორის მოხვდა

UNESCO -ს  სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სექტორის ინიციატივით, საერთაშორისო პროგრამის კულტურა – დიალოგისა და მშვიდობისათვის ფარგლებში, ორგანიზაციამ გამოსცა ახალი ბროშურა სახელწოდებით  – “Writing Peace”, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ შესავალს მსოფლიოს დამწერლობების შესწავლისთვის.
აღნიშნულ ბროშურაში წარმოდგენილია 22 დამწერლობის სისტემა. მსოფლიოს უძველეს დამწერლობებს შორის, ჩინური, ბერძნული, რომაული და ებრაული დამწერლობის შემდეგ ფიგურირებს ქართული დამწერლობა.
ქართული დამწერლობისთვის მიძღვნილ გვერდებზე მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს ქართულ ანბანს და ქართული დამწერლობის მოკლე ისტორიას. ამ გვერდებზე ასევე მოცემულია მოკლე სავარჯიშო ქართული ანბანის უკეთ ათვისებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები