თბილისში სამი მამაკაცი დაბადების დღეზე სპეციალურად მიწვეულმა მომღერალმა დაჭრა

გნირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რესტორანში სამი მამაკაცი რესტორანში დაბადების დღეზე სპეციალურად მიწვეულმა მომღერალმა დაჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი2’ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, იუბილარის მეგობრები მძიმე ჭრილობებით ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან, მათგან ერთ-ერთს გადაჭრილი აქვს არტერია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
“რუსთავი 2”-თან საუბრისას ერთ-ერთი დაჭრილის მამა ყვება, რომ ურთიერთშელაპარაკება რესტორანში სცენაზე იუბილარის მეგობრებსა და მიწვეულ მომღერალს შორის სიმღერის შესრულების დროს დაიწყო. ამ დროს მომღერალმა სცენაზევე ერთ-ერთი სტუმარი, შემდგომ კი გასაშველებლად მისული კიდევ ერთი ახალგაზრდა დაჭრა.
მომღერალი წინასწარი დაკავების იზოლატორში სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და ის ნაცემია.
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზარახ მსუბუქად დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები