ნიგერიაში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმას 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

ნიგერიაში, იძულებულით გადააგილებულ პირთა შენობასთან, 2-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 65-მდე ადამიანი კი დაშავდა.
უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიგერიაში 2-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი იძულებულით გადააგილებულ პირთა შენობასთან აიფეთქა, დაღუპულია 10-მდე ადამიანი, დაშავებულთა რიცხვმა კი 65 -მდე მიაღწია. ინფორმაციას „aljazeera.com“ ავრცელებს.
აფეთქების დროს დაშავებულ ადამიანებს, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, აფეთქება დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ განახორციელა, რადგან ბოლო დროს მომხდარ თვდასხმებზე სწორედ „ბოკო ჰარამი“ იღებდა პასუხისმგებლობას.

კომენტარები

კომენტარი