ჩრდილოეთ პორტუგალიაში მომხდარ აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

ჩრდილოეთ პორტუგალიაში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, შედეგად, 8 ადამინი დაიღუპა, 35-მდე კი დაშავდა. ინფორმაციას „BBC“ ავრცლებს.
პორტუგალიაში საზოგადოებრივ ცენტრში, სადაც უამრავი ადამიანი იმყოფებოდა და მათი უმეტესობა საფეხბურთო მატჩს უყურებდა, აფეთქება მოხდა, სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 6 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდმაცველების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს, ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი დაუზუსტებელია.

კომენტარები

კომენტარი