სტუდენტური კრებულის – „პოსტმოდერნისტული „კომბლეს“ წარდგენა გაიმართება

 18 იანვარს, 14 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტური კრებულის – „პოსტმოდერნისტული „კომბლეს“ (ერთი სასემინარო დავალება)” წარდგენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კრებულმა გააერთიანა სტუდენტთა ის ორიგინალური თხზულებები, რომლებიც პოსტმოდერნისტულ ყაიდაზეა შექმნილი და ქართული ხალხური ზღაპრის „კომბლეს“ თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს. ამ იდეის ხორცშესხმის შესაძლებლობა გაჩნდა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტის საბაკალავრო საფეხურზე, სალექციო კურსის – „კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტების“ – ფარგლებში. აღნიშნული ფაქტით შეიქმნა  სწავლების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების სინთეზით მიღებული პროდუქტის რეალიზების პრეცედენტი.
მისამართი: თსუ VI კორპუსი, აუდიტორია 303.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები