ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში უკანონო კაზინო აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში  შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინეს, სადაც აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი,  დიდი ოდენობით შემოსავლის/მოგების მიღების მიზნით,  შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების   – სათამაშო ბორბლის  (ე.წ. “რულეტკა“),  ტოტალიზატორის და ბინგოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით ჩატარებას.

აღნიშნული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა  390 000 ლარი შეადგინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები