სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროინდელი პროკურორია

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილეს მკვლელობის საქმის გამოძიებისას დაკავებული პირი ყოფილი პროკურორი, 36 წლის გიორგი ჭანტურიაა.
იგი პროკურატურის სისტემაში, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, კახეთის ოლქის პროკურატურაში რიგით პროკუროროდ რამდენიმე თვე მუშაობდა, შემდეგ კი სამუშაოდ სხვა რეგიონში გადავიდა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, იგი პროკურატურის სისტემაში 2004 – 2008 წლებში, სხვადასხვა დროს მუშაობდა.

გიორგი ჭანტურია ე.წ. სტამბოლის ბაზრობის კიდევ ერთი მეწილე და გარდაცვლილ სამსონ ქუთათელაძის თანამოწილე იყო.

ყოფილი პროკურორი დაკავებამდე, რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა – ამის შესახებ ინფორმაცია”კვირას” რუსთავის მერიაში დაუდასტურეს.
გიორგი ჭანტურია გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. დაკითხვის მიზეზი, სწორედ ის გახდა, რომ იგი ერთ-ერთი პირია, რომელმაც გენერალი მკვლელობამდე ბოლოს ნახა.
სამართალდამცველებმა დაკითხვაზე სწორედ ამიტომ დაიბარეს. მისი დაკითხვა რუსთავში მშობლების სახლში გაგრძელდა და დაკავებაც სწორედ იქ მოხდა. სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკის დროს საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.
შესაბამისად, ყოფილ პროკურორს გიორგი ჭანტურიას სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წაუყენეს, რაც უკანონოდ საბრძოლო მასალის შენახვას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლეს. სამართალდამცველებს მკვლელობაში ეჭვიმიტანილი პირი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები