ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილის მკვლელობის საქმის გამოძიებისას ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებისას ერთი პირი დააკავეს. მას ბრალდებად არა მკვლელობას, არამედ, სსკ-ის 236 – ე მუხლის მეორე ნაწილით, უკანონოდ საბრძოლო მასალის შენახვას ედავებიან.
როგორც ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, საბრძოლო ვაზნები, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის მშობლების ბინაში აღმოაჩინეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მამას ეკუთვნოდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, აბსოლუტურად სხვა საქმეზე დაკითხეს. როდესაც მისი მშობლებიური სახლი გაჩხრიკეს, სამართალდამცველებმა ვაზნები ამოიღეს. დღესვე გამოიკითხნენ ბრალდებულის მშობლები და ოჯახის წევრები, რომლებმაც დაადასტურეს რომ აღნიშნული ვაზნები ეკუთვნის მამას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფლობდა იარაღს. სწორედ ამ იარაღის ვაზნები ამოიღეს ბრალდებულის მამის საცხოვრებელი სახლიდან“ – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სოსო ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლეს.
აღსანიშნავია, რომ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები