შს მინისტრი: იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციის უსაფრთხოებას, ყველა უნდა იყოს უკომპრომისო

იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციის უსაფრთხოებას და პოლიციელის ღირსებას, ერთმნიშვნელოვნად, ყველა უნდა იყოს უკომპრომისო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კლუბ „ბასიანში“ მომხდარი ინციდენტის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრმა სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავი შეიკავა.
“არ შევაფასებდი სასამართლოს გადაწყვეტილებას. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინსტიტუტები ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავდი მხოლოდ, რომ იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციის უსაფრთხოებას და პოლიციელის ღირსებას, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ ყველა – შს სამინისტროს ხელმძღვანელობა, თანამშრომლები და თითოეული მოქალაქე უნდა ვიყოთ უკომპრომისო. საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგცემთ ვერავინ, სადაც პოლიციელი არ არის დაცული”, – განაცხადა გახარიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ის დარბაზში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები