ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოსაფენად ქართული საბავშვო წიგნების მიღება დაიწყო

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ქართული საბავშვო წიგნების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ავრცელებს. როგორც „კვირას“ ასოციაციაში განუცხადეს, წიგნები მიიღება  პროექტის – „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 – სტუმარი ქვეყანა – საქართველო“ საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში  და,  2018 წლის 10-დან 14 ოქტომბრის ჩათვლით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ქართული საბავშვო წიგნების სტენდზე გამოიფინება.
მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოცემული ქართველი ავტორების მიერ დაწერილი წიგნები.
კიდევ ერთი ეროვნული სტენდისთვის, რომელიც განთავსებულია დიზაინის და ხელოვნების სივრცეში, ცხადდება ხელოვნების და დიზაინის შესახებ შექმნილი წიგნების მიღება. ამ სტენდისთვის შეირჩევა როგორც ალბომები, ისე ილუსტრირებული გამოცემები, ფოტოწიგნები, Art Book-ები და სხვა. მიიღება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და გერმანულ ენებზე გამოცემული ქართველი ავტორების მიერ შექმნილი წიგნები.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის შეირჩევა 100 სახელოვნებო და 50 საბავშვო წიგნი. შერჩეულ წიგნებზე ინფორმაცია გავრცელდება 2018 წლის მაისში.წიგნები, რომლებიც არ შეირჩევა, დაუბრუნდებათ შესაბამის პირებს.
დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი გამოცემები უნდა გააგზავნონ არაუგვიანეს 31 იანვრის 18:00 საათისა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაში (მაჩაბლის N13, მე-2 სართული).
2018 წლის გამოცემების მიღება დაიწყება 2018 წლის 15 აპრილს და დასრულდება 30 აპრილს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები