პროკურორი: გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეცვლის გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას

“საქმეშია ყველა მტკიცებულება, რაც ადასტურებს ბრალდებულის შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, იმ ფაქტს, რომ მან დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა”,-ამის შესახებ პროკურორმა, ხათუნა კუსრაშვილმა კლუბ “ბასიანთან” მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ღამის კლუბ ბასიანთან პოლიციელის და დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულმა თამაზ ქვლივიძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა.

“როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე აქაც, ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას, საქმიდან გამომდინარე ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებებით და ფორმალური საფუძვლებით. საქმეშია ყველა მტკიცებულება, რაც ადასტურებს, ბრალდებულის შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას, იმ ფაქტს, რომ მან დანაშაული ნასვამ მდგომარეობაში ჩაიდინა. გვაქვს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო შეცვლის გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, ვინაიდან ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენისას მიმალვა სცადა, თუმცა ეს საფრთხე აღიკვეთა”, – განაცხადა ხათუნა კუსრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო ამ წუთებში პოლიციელის და კლუბ “ბასიანის” დაცვის თანამშრომლების დაჭრაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები