მინისტრის მოადგილე ყოფილი პარლამენტარის მკვლელობაზე საუბრობს – ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული

შს მინისტრის მიადგილის განცხადებით, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის, ყოფილი პარლამენტარის და გენერალ სამსონ ქუთათელაძეს სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.
თუმცა, მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ გამოძიების მიერ უკვე ამოღებულია ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები.
„ამ ეტაზე რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ბაზრობის შიდა ტერირიაზე და ასევე გარდაცვლილის სამუშაო ოთახში სათვლათვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო, თუმცა ჩვენ უკვე ამოღებული გვაქვს ბაზრობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები იმისთვის, რომ დავადგინოთ დანაშაულის ჩამდენი პირი. ამ ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით. ჯერ-ჯერობით სულ ესაა, რაც გამოკვეთილია ამ ეტაპზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა, სავარაუდოდ, მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.
სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვებული საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები