,,ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ალექსი სვანიძის გამარჯვებული ნახატი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის კედელზე განთავსდა

,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ – ამ სახელწოდებით საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდი ,,ლაზარე“  შვეიცარიული ორგანიზაციის HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეოთხე წელია, რაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია: ახალგაზრდებს შორის კულტურათა გაცვლა, კონფლიქტის მართვის უნარ-ჩვევების გაცნობა, ტოლერანტობისა და მეგობრული გრძნობების გაღვივება, ახალგაზრდებში მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და სტერეოტიპების დამსხვრევა.
2017 წელს, ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი თვალით დანახული მშვიდობის სხვადასხვა პროექტი წარადგინეს,  გამარჯვებული კი 16 წლის, ზესტაფონელი ახალგაზრდა ალექსი სვანიძე გახდა. მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძისა და ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ალექსიმ მშვიდობის სიმბოლო ფეროშენადნობთა ქარხნის კედელზე გადმოიტანა.

გოგა გოგოლიძესაქველმოქმედო ფონდ ლაზარესკოორდინატორი:
„ჩვენი ორგანიზაცია მცირე პროექტებს ახორციელებს.  ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, ზესტაფონის მკვიდრმა ახალგაზრდამ მოიგო მცირე გრანტი, რის შედეგადაც დახატა ჩვენი ნახატი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“, ასევე ზესტაფონის მერიას და კახაბერ მახათაძეს მხარდაჭერისთვის.

ვასილ გველესიანიფეროშენადნობთა ქარხნის  დირექტორი:
„საპატრიარქოს მიერ წარმართული გრანტი იყო ასეთი – ,,ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში“. გაიმარჯვა ზესტაფონის მკვიდრმა ალექსი სვანიძემ და საპატრიარქოდან მივიღეთ მომართვა, სადაც რეკომენდაციას გვაძლევდნენ, რომ მისი ნამუშევარი სადმე თვალსაჩინო ადგილზე წარმოგვედგინა. მივმართეთ ქალაქის ახლად არჩეულ ხელისუფლებას და კონკრეტულად მერს.  მანაც გაიზიარა ეს შეხედულებები და  მოგვცა ნებართვა, რომ ჩვენი ღობე მოხატულიყო. ყმაწვილი რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა. ჩვენც მივეხმარეთ, გრუნტის და განათების მხრივ…  სასიხარულოა, რომ საკმაოდ მშვენიერი თემატიკით წარმოჩინდა ეს ნამუშევარი.

ალექსი სვანიძეპროექტის  გამარჯვებული:
„2017 წელს საქართველოს საპატრიარქოს ფონდ „ლაზარეს“ მიერ გამოცხადებულ პროექტში ვმონაწილეობდი, რის შედეგადაც დავწერე მინიპროექტი. ამ პროექტის შესრულებაში დამეხმარა „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელმაც გამოყო კედელი და მოგვცა განათება, და ქალაქის მერი კახაბერ მახათაძე, რომლისგანაც მიიღეთ ნებართვა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები